Wednesday, October 14, 2015

დღე 9

დღეს შევაჯამეთ ყველა მოდულზე შესწავლილი მასალა, თანმიმდევრობით ავტვირთეთ დრაივში და ინტელის სახელმძღვანელოში მოვიძიეთ საინტერესო რესურსები ჩვენი საგნის შესაბამისად. ტრენინგი მთლიანობაში ძალიან ნაყოფიერი იყო პირადად ჩემთვის, რადგან ყველა წესების დაცვით, რაც შეიძლება არ მცოდნოდა ვისწავლე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ანალიზი და საჭირო ადგილას განთავსება. დიდი მადლობა ტრენერს, ბატონ სერმან მურჯიკნელს. ამის შემდეგაც გავაგრძელებ ტრენერთან ურთიერთობას ონლაინ რეჟიმში და ვიმედოვნებ რომ არ ჩამოვრჩები სიაახლეებს ამ სფეროში.

Sunday, October 4, 2015

დღე 8

ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. შევქმენით შეფასების რუბრიკები ჩვენი თემის შესაბამისად. ავტვირთეთ დრაივში. ასევე ინტელის სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ სასარგებლო გზამკვლევები და მოვარგეთ ჩვენ თემას და ესეც ავტვირთეტ გუგლი დრაივში. მადლობა ტრენერს.

Saturday, October 3, 2015

დღე 7

დღე საკმაოდ დატვირთული იყო რადგან ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და თითქმის დავასრულეთ. მადლობა ტრენერს.