Saturday, July 17, 2010

„კომპიუტერი და ადამიანი“



1.პროექტის სახელი: კომპიუტერი და ადამიანი;

2.პროექტის მოკლე აღწერა: განისაზღვრება რა როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში კომპიუტერს და თუ რა დანიშნულებით იყენებენ მას სხვადასხვა ფენისა და ასაკის ადამიანები;

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები პირველ რიგში აღწერენ კომპიუტერის აგებულებას, რისთვის და როგორ იყენებენ მას მოსწავლეები, რა არის მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ირკვევა რა შესაძლებლობები აქვს მას, არკვევენ არის თუ არა კომპიუტერი ადამიანის განუყოფელი ნაწილი(გამოკითხვის სახით),მოსწავლეები მსჯელობენ და საბოოდ ერთი აზრით განსაზღვრავენ თუ რაზიანის მიყენება შეუძლია კომპიუტერთან ხანგრძლივ მუშაობას.

4.მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი;

5.ვადების ხანგრძლივობა: სამი კვირა;

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები წყვილებში იმუშავებენ, ჩაატარებენ შესაბამის თემაზე გამოკითხვას, ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციას,მითითებული ლიტერატურიდან ამოიწერენ საჭირო ინფორმაციას;

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციის უნარი, მიეჩვევიან დამოუკიდებლად წიგნში საჭირო მასალის მოპოვებას, ურთიერთთანამშრომლობას. შედეგები: გაიგებენ კომპიუტერის შესახებ უფრო მეტს, გადაწყვიტავენ როგორ გამოიყენებენ მას,შეაფასებენ დაგაანალიზებენ მის აუცილებლობას;

8.სარგებელი სხვებისთვის:იქნება სლაიდის სახით ფოტო მასალა გამოკითხვის პროცესის სესახებ, ასევე საინტერესო რჩევები კომპიუტერთან მუშაობის შესახებ, რაც საინტერესო იქნება სხვებისათვის.

9.სამუშაო ენა: ქართული ენა

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ არიან

11.საგნებთან/საგნობრივ კგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:კომპიუტერთან დამოუკიდებელი მუშაობა, კავშირი ბიოლოგიასთან ადამიანის აგებულებაზე.

12.პროექტის ფასილიტატორი: თინათინ ლომანძე

13.ფასილიტატორის ელ–ფოსტა: tiklomanze@gmail.com